2018-11-06
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“და TBEA Shenyang Transformer Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ დავით თვალაბეიშვილმა და ენერგეტიკული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური კომპანიის TBEA Shenyang Transformer Group ვიცე-პრეზიდენტმა სუნ იონგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ორი ავტოტრანსფორმატორისა და ექვსი ძალოვანი ტრანსფორმატორის შესყიდვის შესახებ.
ტრანსფორმატორები სსე-ს კუთვნილ ნავთლუღის, ბათუმის, ხორგას, გორის და გარდაბნის ქვესადგურებში დამონტაჟდება.
პროექტის განხორციელებით, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებლის დაკმაყოფილებას, გაიზრდება ქსელის საიმედოობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 5 278 900 აშშ დოლარს.
პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.