ახალი ამბები

2018-09-07 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობა დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

დღეს, 7 სექტემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით გამართულ, საქართველოში აკრედიტირებულ დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა.

საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის დირექტორმა ჰანს ბრედესენმა წარმოადგინა საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღის შიგნით ბაზრის დანერგვის კონცეფცია. მისი თქმით, კონცეფციის შედგენა იმ დიდი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარმატებით ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან" თანამშრომლობით და მიზნად ისახავს საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პირობების შექმნას.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის დაფუძნება და თანამედროვე საბაზრო მექანიზმების დანერგვა განხორციელდება ეტაპობრივად, წლებზე გაწერილი სტრატეგიის გამოყენებით, ამასთან, ეს რეფორმა არსებითად დაახლოვებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ევროკავშირის სამიზნე მოდელთან და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.

builtmorebig1 3.jpgbuiltmorebig1 1.jpgbuiltmorebig1 2.jpgbuiltmorebig1 4.jpg

კომუნიკაცია