2018-08-27
ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს აუქციონს
მის ბალანსზე რიცხული, ქვესადგური „ჩუმლაყი-110“-ს მიერ, დაკავებული ტერიტორიისა და მასზე განთავსებული 2 ერთეული შენობის აუქციონის წესით, გაყიდვის მიზნით
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”;
ქონების ადგილმდებარეობა: მის: რაიონი გურჯაანი, სოფელი ჩუმლაყი, მიწის ნაკვეთის ს.კ: 51.09.69.029 (ფართობი: 9 814 კვ.მ; საინვ. #104860); შენობა #1 (ფართობი: 266,53 კვ.მ; საინვ. #009815) და შენობა #2 (ფართობი: 300,86 კვ.მ; საინვ. #009817);
საწყისი სააუქციონო ფასი: 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
აუქციონში მონაწილეობის „ბე“: 3 700 (სამი ათას შვიდასი) ლარი;
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა: 1 850 (ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი;
აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი;
თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;
ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის #GE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;
გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).
ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 12 სექტემბერს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.
მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით, 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“ შესაბამისად.
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე: www.gse.com.ge .
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233