2026-04-17
აუქციონი დემონტირებული, გამოუსადეგარი ან/და უსარგებლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების გაყიდვის მიზნით
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს ელექტრონულ აუქციონს პირობებით მის ბალანსზე რიცხული დემონტირებული, გამოუსადეგარი ან/და უსარგებლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების გაყიდვის მიზნით 1 (ერთი) ლოტად
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:
გამოუსადეგარი ან/და უსარგებლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობები და ძირითადი საშუალებები (შემდგომში: „გასაყიდი ქონება“) აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთი) ლოტად;
ავტოსატრანსპორტო საშუალებები მათი ტექნიკური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციებს.
დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი, აღწერილობა, საწყისი გასაყიდი ფასების ცხრილი და ა.შ.) მოცემულია დანართებში: #1,#2,#3,#4 რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე, ხოლო აღნიშნული აქტივების ფოტოსურათები ატვირთულია შემდეგ ელ. მისამართზე (ლინკზე):
https://gsem365-my.sharepoint.com/:f:/g/personal/t_melikishvili_gse_com_ge/IgDxdN656ORbQqo93NshMSruAcSFfmmabs6D1paLCtzvrBw?e=Tx5dP7
მესაკუთრე: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
ქონების ადგილმდებარეობა: გასაყიდი ქონება განთავსებულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტერიტორიებზე (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები იხ. დანართი N4 );
საწყისი სააუქციონო ღირებულება:
გასაყიდი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს: 9 740 000 (ცხრა მილიონ შვიდას ორმოცი ათასი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
აუქციონში მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს გასაყიდ ქონებას, მათ ფაქტიურ მდგომარეობას, რისთვისაც წინასწარ (არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე) წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი დასათვალიერებელი ტერიტორიის/ტერიტორიების დასახელება და იმ პირთა სია (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც განახორციელებენ გასაყიდი ქონების დათვალიერებას.
აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი „ბე“-ს / წარმოსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს - 5 000 000.00 (ხუთი მილიონი) ლარს (შენიშვნა: აქედან - 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარი ხელშეკრულებით დადგენილი წესით ჩაითვლება „მესაკუთრის“ კუთვნილი ობიექტებიდან I ეტაპზე გასატანი ქონების ღირებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 000 000.00 (ორი მილიონი) ლარი ჩაითვლება ვალდებულების ყველაზე გვიან გადასახდელ შესატყვის ნაწილში.
შენიშვნა: უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს აუქციონის დასრულების თარიღს, 45 კალენდარული დღით.
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს: 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს;
აუქციონის პირობები:
1. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „მესაკუთრესთან“ გააფორმოს, აუქციონის დასრულებიდან, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში;
2. ამ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევში, “ბე” უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება / განხორციელდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვა გარანტორისგან. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები (არსებობის შემთხვევაში) უნდა დაფაროს აუქციონში გამარჯვებულმა მონაწილემ.
3. აუქციონში გამარჯვებული პირის ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გადაუხადოს მესაკუთრეს აუქციონის მომსახურეობის საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. თუ დადგენილ ვადაში აუქციონში გამარჯვებული მონაწილის მხრიდან არ მოხდება მომსახურეობის საფასურის ოდენობის გადახდა, ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გადაუხადოს „მესაკუთრეს“ საბოლოოდ დაფიქსირებული ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის შესაბამისი თანხის 0.1%, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე.
4. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, უზრუნველყოს გასაყიდი ქონების (დანართებში: #1,#2,#3 მითითებული ქონების) სრული მოცულობით გატანა, მათი განთავსების ადგილებიდან;
5. გასაყიდი ქონების გატანა შესაძლებელია ეტაპობრივად, ტერიტორიების (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები) მიხედვით, ნასყიდობის ღირებულების ხელშეკრულებით დადგენილი წესით გადახდის შემდგომ.
6. გასაყიდი ქონების გატანა თითოეული ტერიტორიიდან უნდა მოხდეს შესაბამისი დაშვების/ნებართვის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, შესაძლებელია ერთდროულად რამოდენიმე ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და შემთხვევებში. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია არ გასცეს ნებართვა ახალი ტერიტორიიდან/ტერიტორიებიდან გაყიდული ქონების გატანაზე იქამდე, სანამ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ სრულად არ იქნება შესრულებული წინა ტერიტორიაზე/ტერიტორიებზე განთავსებული ქონების სრული მოცულობით გატანასთან და ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულება.
7. გასაყიდი ქონება არის (გადაეცემა შემძენს) ზეთის გარეშე;
8. გასაყიდი ქონების გაყიდვის, აუქციონის ჩატარებისა და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, გასაყიდი ქონების ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მყიდველის მხრიდან პრეტენზიები არ მიიღება;
9. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე (ობიექტზე/ობიექტებზე) დაშვების უფლების მიღებიდან, გაყიდული ქონების გატანის დაწყებამდე, შემძენი აღმოაჩენს შეუსაბამობას (ნაკლებობას ან/და მეტობას) ამ ხელშეკრულების დანართებში (#1,#2,#3) განსაზღვრულ ქონების ჩამონათვალსა და ტერიტორიაზე ფაქტობრივად არსებულს შორის, იმოქმედებს შემდეგი წესი: ნაკლებობის შემთხვევაში — წინამდებარე ხელშეკრულებასა და მის დანართებში განხორციელდება სათანადო ცვლილებები (შემცირება) და ნასყიდობის თანხა დაკორექტირდება ფაქტობრივად არსებული ქონების მიხედვით. მეტობის შემთხვევაში — შემძენი ვალდებულია შესაბამისი თანხის (ერთეულის ფასის პროპორციულად) გადახდის სანაცვლოდ ასევე საკუთრებაში მიიღოს და გაიტანოს ქონების აღნიშნული ნაწილი;
10. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა/შემძენმა გასაყიდი ქონების, სსე-ს ტერიტორიიდან გატანა უნდა განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოების წესებისა (იხ. დანართი N5) და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმების დაცვით;
11. აუქციონში გამარჯვებულმა იმ შესყიდული ქონების გატანისას, რომლის საზომი ერთეული წონით განისაზღვრება, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამყიდველის ტერიტორიაზე ასაწონი სასწორების მობილიზება, რომლებსაც უნდა გააჩნდეს აკრედიტირებული ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური კალიბრაციის ვალიდური დოკუმენტაცია.
ელექტრონული აუქციონში წინადადებების მიღება დასრულდება 2026 წლის 08 მაისს15:00 სთ-ზე;
თანხის გადახდის ვადები და პირობები:
1. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკისა და პროპორციების (ეტაპების) შესაბამისად:
- პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს 5 000 000.00 (ხუთი მილიონი) ლარი. პირველ ეტაპზე გადახდილი თანხიდან 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარი ჩაითვლება თავიდან გატანილი, შესყიდული ქონების ღირებულების ანგარიშში, ხოლო 2 000 000.00 (ორი მილიონი) ლარი გამოყენებულ იქნება როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და ჩაითვლება ბოლოს გატანილი, შესყიდული ქონების ღირებულების ანგარიშში.
- მეორე ეტაპზე, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი თანხის ნახევარი. გადახდა უნდა განხორციელდეს 3 000 000.00 (სამი მილიონი) ლარის ღირებულების ქონების შემსყიდველის მიერ მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- მესამე ეტაპზე, შემსყიდველი ვალდებულია გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი თანხა სრულად. გადახდა უნდა განხორციელდეს, მე-2 ეტაპზე გადახდილი თანხის შესატყვისი ღირებულების ქონების შემსყიდველის მიერ მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- ბოლო ეტაპზე, განხორციელდება პირველ ეტაპზე გადახდილი თანხიდან დარჩენილი 2 000 000.00 (ორი მილიონი) ლარის გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩათვლა.
ქონების გატანა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ეტაპისთვის გათვალისწინებული თანხის წინასწარ გადახდის შემდეგ;
2. თანხის გადახდა უნდა მოხდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBGE22 ანგარიშის NGE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176)
დამატებითი ინფორმაცია:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომელ საინფორმაციო საშუალებებშიც იყო გამოქვეყნებული თავდაპირველი განცხადება. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონის მონაწილე უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე და მოითხოვოს გადახდილი “ბე”-ს / წარდგენილი საბანკო გარანტიის უკან დაბრუნება. თუ აუქციონის მონაწილე გააგრძელებს აუქციონში მონაწილეობას და აუქციონში მონაწილეობს საბანკო გარანტიის საფუძველზე, ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გააგრძელოს შესაბამისი ვადით და უზრუნველყოს განახლებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა აუქციონის გადავადების თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას “ბე” / წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
“ბე” / წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს.
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა / წარმოდგენილი საბანკო გარანტია გამოყენებული იქნება როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულებით დადგენილი წესით. შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის (მათ შორის: გასაყიდი ქონების ნაწილობრივ/არასრულად გატანის) შემთხვევაში, შემძენს მის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“-ს და დარჩენილი სახელშეკრულებო თანხა არ დაუბრუნდება/მოხდება საბანკო გარანტიის გამოყენება.
იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული პირის/შემძენის მიერ გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულების თუმცა არ მოხდება შეძენილი ქონების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით სსე-ს ობიექტებიდან გატანა და ნასყიდობის საფასურის გადახდა, აუქციონში გამარჯვებულს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. თუ პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება 20 კალენდარული დღის განმავლობაში, სსე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში სსე-ს აქვს უფლება ისარგებლოს წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიებით (ბე/საბანკო გარანტია, ბე არ დაუბრუნდება შემძენს/მოხდება საბანკო გარანტიის გამოყენება), ასევე შემძენს არ დაუბრუნდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია გასაყიდი ქონების მაქსიმალური გასაყიდი ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) დაფიქსირება.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 29.08.2022-ს N77 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
იხილეთ დეტალები აუცქიონის შესახებ:
დანართი 1 - სასაქონლო მატერიალური ფასეულობები
დანართი 3 - სატრანსპორტო საშუალებები
სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები
ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის +995 032 2 510 281 მობილურის +995 577 240 233
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს.ი.პ. „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს ინტერნეტ გვერდზე: www.eauction.ge
