2018-06-28 

ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს აუქციონს

ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთის დასასვენებელი სახლის (უძრავ-მოძრავი ქონების) 50%-ანი ფასდაკლებით გაყიდვის მიზნით.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ.#172, საკადასტრო კოდი: 20.42.03.077);

მიწის ფართი: შეადგენს 2558 კვ.მ-ს. აღნიშნული მიწის საზღვრების კოორდინატებია:

  1. 232803.03 4637920.78
  2. 232855.93 4637910.54
  3. 232864.04 4637955.28
  4. 232807.98 4637967.17

შენიშვნა: 20.42.03.077 საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთის (ფართით: 2558 კვ.მ.) ღობის (რკინის კონსტუქციის) ერთი ნაწილი (სიგრძით დაახლოებით 54მ.) მდებარეობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებს გარეთ;

საწყისი სააუქციონო ფასი: 440 000 (ოთხასორმოცი ათასი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);

აუქციონში მონაწილეობის „ბე“: 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი;

აუქციონის „ბიჯის“ ოდენობა: 10 000 (ათი ათასი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი.

უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი თან ერთვის წინამდებარე სააუქციონო პირობებს.

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს;

ბ) „ბეს“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე:

ს.ს. “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის # GE02TB0600000102467636, საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176, ან საბანკო გარანტია;

გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 17 ივლისს, 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით, 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2018 წლის 28 ივნისიდან 2018 წლის 17 ივლისის ჩათვლით, 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“ შესაბამისად.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე: www.gse.com.ge

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233

კომუნიკაცია