2018-05-11 

ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს

მის ბალანსზე რიცხული, 110 კვ-ანი ქვესადგური „საგარეჯო-1“-ს ტერიტორიაზე განთავსებული, უფუნქციო ხის კოტეჯის აუქციონის წესით, გაყიდვის მიზნით.

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”;

ქონების ადგილმდებარეობა: მის: რაიონი, საგარეჯო, სოფელი გიორგიწმინდა, ს.კ: 55.11.57.019; საინვ.#009418, შენობა 02/1).

საწყისი სააუქციონო ფასი: 1 100 (ათას ასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

აუქციონში მონაწილეობის „ბე“:100 (ასი) ლარი;

აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა: 50 (ორმოცდაათი) ლარი;

აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი;

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი.

მყიდველი ვალდებულია: ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ხელშეკრულების თანხის სრულად გადახდიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საკუთარი სახრებით მოახდინოს ხის კოტეჯის დემონტაჟი და მისი ს.ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ტერიტორიიდან გატანა.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;

ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის #GE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;

გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 28 მაისს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2018 წლის 11 მაისიდან 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“ შესაბამისად.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე: www.gse.com.ge

ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233

კომუნიკაცია