2026-01-30
შეტყობინება ღია კარის დღის ჩატარების შესახებ
2026 წლის გეგმით გათვალისწინებული სამშენებლო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს ღია კარის დღის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და დასვან ყველა მათთვის საინტერესო კითხვა მოთხოვნილი მომსახურების როგორც ტექნიკური საკითხების, ასევე, შესყიდვის პროცედურების შესახებ.
ღონისძიების გამართვის თარიღია: 2026 წლის 30 იანვარი.
სავარაუდო დრო: 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: „სსე-ს სათაო ოფისი (თბილისი, ნ. ბარათაშვილი ქ. N2)
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ,
არაუგვიანეს - 2026 წლის 30 იანვრის 17:00 სთ-სა.
საკონტაქტო პირი:
მარიამ სიფრაშვილი
gse@procurement.gov.ge
mariam.siprashvili@gse.com.ge
591 07 92 58
