2019-03-11
500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული ქვესადგურის „წყალტუბო“გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’ (სსე) წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის (სამეგრელო რეგიონი), ხონის და წყალტუბოს (იმერეთის რეგიონი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გეგმავს დაახლოებით 77კმ სიგრძის ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და წყალტუბოში ახალი ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებას.
მომზადდა აღნიშნული პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსებულია სსე-ს ვებგვერდზე:
ქართული ვერსია: http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_disclosed_GEO.pdf
ინგლისური ვერსია: http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_ESIA_Volume1_Eng_V02.pdf
და http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_ENG_annexes___executive_summary.pdf
აღნიშნული დოკუმენტის პირველადი, რეგიონული საჯარო განხილვა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართება 2019 წლის 15 მარტს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მისამართი: ქალაქი წალენჯიხა, სალიას ქუჩა №5.
დამატებითი შეხვედრა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განსახილველად გაიმართება 2019 წლის 27 მარტს, თბილისში, რომლის თაობაზეც შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება სსე-ს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, სადაც დეტალურად იქნება მითითებული შეხვედრის ადგილი და დრო.