2020-08-10
220კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმი“„შუახევი-ახალციხის" მონაკვეთზე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს 220კვ ორჯაჭვა ეგხ „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტს.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსებულია სსე-ს ვებგვერდზე:
ქართული ვერსია:
http://www.gse.com.ge/proektebi/220-kv-egx-axalcixe-baTumis-mSenebloba/bunebriv-da-socialur-garemoze-zemoqmedebis-Sefasebis-angariSi
ინგლისური ვერსია:
http://www.gse.com.ge/projects/Akhaltsikhe-Batumi-220kV-Transmission-Line/Environmental-and-Social-Impact-Assessment
17 და 18 აგვისტოს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სსე გეგმავს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვების მოწყობას.
გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
1. 17 აგვისტოს - 13-00 საათზე სოფ. ხიხაძირი
2. 17 აგვისტოს - 15-00 საათზე სოფ. რაქვთა
3. 18 აგვისტოს - 13-00 საათზე სოფ. გორი
4. 18 აგვისტოს - 15-00 საათზე სოფ. პაპოშვილები.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხსენებული საჯარო განხილვები გაიმართება ღია სივცეში.
განხილვაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გზშ ანგარიშის შესახებ ნებისმიერი შეკითხვა, კომენტარი ან გამოხმაურება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ 2020 წლის 10 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.erkomaishvili@gse.com.ge ან დაგვიკავშირდეთ სსე-ს საკონტაქტო ნომერზე +(995 32) 2 510 202 ხოლო წერილობით: ბარათაშვილის ქ. #2, თბილისი; სსე-ს სათაო ოფისი.