2018-10-08
განცხადება
დღეს, 8 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ.
უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი.
აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა.