2021-02-10
გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების პროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა
შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის NIF-ის გრანტის ფარგლებში (Black Sea Energy Transmission Network, BSTN) დაგეგმილია ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის გფა კონსულტინგ გრუპისა (GFA Consulting Group GmbH) და მისი ქვეკონტრაქტორის გამა კონსალტინგის მიერ შემუშავდა ამ ღონისძიებების განსახორციელებელი პროექტის სამუშაო ვერსია.
ამა წლის 15 თებერვალს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც მოხდება ამ პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია და განხილვა.
პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ:
გარემოსდაცვითი შემარბილებელი ღონისძიებების პროექტი და შესრულების ზედამხედველობა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ანძები ## 50 - 60
იმერეთის რეგიონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ანძები ## 61 - 69
პროექტის შესახებ შეკითხვის, კომენტარის ან გამოხმაურების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ GFA Consulting Group-ის წარმომადგენელს ბ-ნ რამაზ გოხელაშვილს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ramaz.gokhelashvili@gmail.com.