განცხადებები

2019-03-19 

500კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და დაკავშირებული ქვესადგურის „წყალტუბო“გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’ (სსე) წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის (სამეგრელო რეგიონი), ხონისა და წყალტუბოს (იმერეთის რეგიონი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გეგმავს დაახლოებით 77კმ სიგრძის ჯვარი-წყალტუბოს 500კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და წყალტუბოში ახალი ქვესადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებას.
მომზადდა აღნიშნული პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსებულია სსე-ს ვებგვერდზე:
ქართული ვერსია:
http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_disclosed_GEO.pdf
ინგლისური ვერსია:
http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_ESIA_Volume1_Eng_V02.pdf
და
http://www.gse.com.ge/sw/static/file/ESIA_Jvari_Tskaltubo_ENG_annexes___executive_summary.pdf
აღნიშნული დოკუმენტის დამატებითი საჯარო განხილვა გაიმართება სსე-ს სათავო ოფისში 28 მარტს 11:00 საათზე. მისამართი: ქალაქი თბილისი, ბარათაშვილის ქუჩა N2.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

კომუნიკაცია