2018-02-09
კონსულტაციები „ქსელის წესების“ შესაბამისად მომზადებულ „ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმასთან“ დაკავშირებით
2018 წლის 15 თებერვალს, ხუთშაბათს 15:00 საათზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფისში (მისამართი: ბარათაშვილის ქ. N2), მე-6 სართულის სათათბირო დარბაზში, გაიმართება კონსულტაციები „ქსელის წესების“ შესაბამისად მომზადებულ „ავარიულ სიტუაციებში სამოქმედო გეგმასთან“ დაკავშირებით. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული დოკუმენტის განხილვაში.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსე-ს თანამშრომელს დავით ნამჩევაძეს (მობილური: 599340913).