ახალი ამბები

2018-11-05 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სვანეთის რეგიონში მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების „მესტიაჭალა-1,2“-ის მიერ გამომუშავებული სრული სიმძლავრის ქსელში გასატარებლად, ქვესადგურის „ლაჯანური“ გაფართოებისა და სვანეთში არსებული ეგხ-ის ,,იფარი“ და ,,მესტია“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მენჯის ქვესადგურიდან ავტოტრანსფორმატორის ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სამუშაოები „ლაჯანური ჰესი“-ს ქვესადგურში.

პროექტის მიმდინარეობა ორ ეტაპს მოიცავს: პირველ ეტაპზე, „სვანეთი ჰიდრო“-ს მიერ ასაშენებელი ქვესადგური ,,კახარი-110“ საკაბელო-საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება ქვესადგურს „იფარი“. მეორე ეტაპზე - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ, იფარისა და კახარის ქვესადგურების დასაკავშირებლად მოეწყობა ორი 110 კვ-იანი და ერთი 35 კვ-იანი სახაზო უჯრედი. სახაზო უჯრედები ასევე მოეწყობა ქვესადგურებში „ჯახუნდარი“ და „ლაჯანური“.

დეკემბრის თვიდან, ჰიდროელექტროსადგურები „მესტიაჭალა-1,2“ ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება, ხოლო გაზაფხულზე, წყალშემოდინებების დროს, უკვე შესაძლებელი გახდება მათ მიერ გამომუშავებული 50 მგვტ-ის ქსელში გატარება და მომხმარებლისთვის მიწოდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს.

Webp.net-resizeimage (1).jpgwebp.net-resizeimage(2)

კომუნიკაცია