ახალი ამბები

2014-04-28 

სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

2014 წლის 25 აპრილს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

Graduates Awarded with Certificates at Georgian State Electrosystem1

ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის სასწავლო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. ელექტრულ ჯგუფში სწავლობდა – 17 სტუდენტი, ხოლო მართვის სისტემების ჯგუფში – 5 სტუდენტი. სასწავლო აკადემიური წლის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო დასაქმების შემოთავაზება და  მაისის დასაწყისიდან ისინი საქმიანობას „საქართველოს სახელმწიფო

ელექტროსისტემის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში (ტექნიკური საკურატორო სფერო, დისპეტჩერიზაცია,კომერციული აღრიცხვა) გააგრძელებენ.

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა სულხან ზუმბურიძემ გადასცა. შეხვედრას მმართველთა საბჭოს წევრები და მენეჯერები დაესწრნენ.

Graduates Awarded with Certificates at Georgian State Electrosystem2

კომუნიკაცია