ახალი ამბები

2013-09-24 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ნავთლუღის ქვესადგურში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

23 სექტემბერს, 10 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ნავთლუღის ქვესადგურში სასწავლო ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ: ენერგეტიკის მინისტრი ბ–ნი კახა კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ქ–ნი თამარ სანიკიძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი – ბ–ნი სულხან ზუმბურიძე და სხვა ოფიციალური პირები. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ტექნიკური პროფილის მქონე ინსტიტუტების კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ ისწავლონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში, სადაც მათ ლექციებს გამოცდილი ენერგეტიკოსები წაუკითხავენ. სასწავლო ცენტრში მოქმედებს სასწავლო პოლიგონი, მოწყობილია თანამედროვე ლაბორატორია, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ისწავლონ თანამედროვე დანადგარების მართვა, ჩართვა, გამორთვა, აწყობა და დამონტაჟება. სსე-ს სასწავლო ცენტრის გახსნა სასწავლო ცენტრში ყოველწლიურად 15–25 სტუდენტი მიიღებს შესაბამის განათლებას, წარჩინებული კურსდამთავრებულები კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დასაქმდებიან. გარდა მსმენელებისა, სასწავლო ცენტრში ტრენინგები ჩაუტარდებათ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინჟინერ–ტექნიკურ პერსონალსაც. „სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ რეალურ გარემოს, სადაც კურსდამთავრებულებს შემდგომში მოუწევთ მუშაობა. ეს კი, პრაქტიკულ მეცადინეობებზე ელექტრომოწყობილობების აგებულების, ფუნქციების და მართვის სწავლას უფრო თვალსაჩინოს გახდის და მნიშვნელოვნად გააადვილებს სწავლების პროცესს,“ – განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა – ბატონმა სულხან ზუმბურიძემ. სტუმრებმა სასწავლო პოლიგონი, აუდიტორია და ლაბორატორია მოინახულეს.

1380012462_img_9055-300x200.jpg1380012590_img_9008-300x200.jpg

კომუნიკაცია