220/110 კვ. ქვესადგურის „ხორგა-220“ მშენებლობა

„რეგიონალური ქსელის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ახალი ქვესადგურის „ხორგა-220/110“-ის მშენებლობა განახორციელა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობდა, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია Siemens Austria AG აწარმოებდა.
აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობას, ხელს შეუწყობს არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი გენერაციის წერტილებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანას და მკვეთრად აამაღლებს დასავლეთის ენერგეტიკული კვანძის საიმედოობას.
პროექტის დეტალები:
- 220 კვ. ფრთაზე მოეწყო ახალი, სრულად აღჭურვილი 12 უჯრედი;
- 110 კვ. ფრთაზე მოეწყო ახალი, სრულად აღჭურვილი 8 უჯრედი;
- 220- და 110 კვ-ის მხარეს მოეწყო ახალი ორმაგი სალტეთა სისტემა;
- განხორციელდა 220 კვ. ეგხ „პალიასტომი-2“-ის შეჭრა ქ/ს „ხორგა 220“-ში;
- „ვარდნილჰესი“ დაუკავშირდა ქ/ს „ხორგა-220“-ს 220 კვ. ეგხ „რუხის“ საშუალებით;
- 110 კვ. ეგხ „ფოთი-1,2“ დაუკავშირდა ქ/ს „ხორგა-220“-ს; დაინერგა ახალი მართვისა და დაცვის სისტემა (SCADA)
- დამონტაჟდა 2x 200 მვა ავტოტრანსფორმატორი (დადგმული სიმძლავრე 400 მვა);
- მოეწყო ახალი მართვისა და დაცვის შენობა;
- ქ/ს „ხორგა- 220“-სა და ქ/ს „ჯვარი-500“-ს შორის ენერგეტიკული კავშირი ეგხ „ოდიში-1,2“-ს მეშვეობით განხორციელდება.
პროექტის ვადები:
- პროექტი დაიწყო 2014 წლის 9 ივლისს.
- პროექტის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 3 აპრილს.
- პროექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2016 წლის 3 აგვისტოს.
პროექტის ღირებულება:
- 11.9 მილიონი ევრო.
სურათები



დაკავშირებელი დოკუმენტები
პროექტის გუნდი





თინათინ კირკიტაძე
პროექტის კოორდინატორი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: tinatin.kirkitadze@gse.com.ge