ახალი ამბები

2016-07-27 

ქვესადგური „მენჯი-220“-ის რეკონსტრუქცია დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, მენჯის ქვესადგურის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა.

„რეგიონალური ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვესადგურში „მენჯი-220“ ძველი, 63 მვა ატ-1-ი შეიცვალა ახალი, 125 მვა ავტოტრანსფორმატორით.
პროექტი, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქვესადგურის დადგმული სიმძლავრის გაძლიერებას გულისხმობდა და მისი განხორციელებით რეგიონის ენერგომომარაგება ბევრად საიმედო და უსაფრთხო გახდა.

მენჯის ქვესადგურის რეკონსტრუქცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო სამუშაოებს თურქული კომპანია “BEST/BETAS”-ი აწარმოებდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

SS Menji-220 Reconstruction is Completed

კომუნიკაცია