ახალი ამბები

2014-12-29 

მმართველთა საბჭოს ვიზიტი აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალურ ქსელში

რეგიონალური ქსელების მონახულების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველი გუნდი აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალურ ქსელს ეწვია. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი სულხან ზუმბურიძე, რეგიონში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და რეგიონის თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

MG_8538-300x199.jpg

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალური ქსელის მენეჯერმა – ბატონმა ავთანდილ მოსიძემ.   „2014 წლის განმავლობაში, აჭარა-გურია-სამეგრელოს რეგიონალურ ქსელში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. ქვესადგურში „ზუგდიდი 220“ დამონტაჟდა ახალი გამთიშველები, ელეგაზური ამომრთველები და დამონტაჟდა სახაზო ძაბვის ტრანსფორმატორები. ჩაიწყო 10 კვ კონტეინერის და დაცვის ფუნდამეტები. 110კვ.იან ე.გ.ხ-ზე ,, ჯვარი 1“ და 220 კვ.იან ელეტროგადამცემ ხაზზე „კოლხიდა 2 ა“ დამონტაჟდა ძაბვის ტრანსფორმატორები. ქვესადგურში „მენჯი-220“ 110 კვ-ზე დამონტაჟდა სახაზო ძაბვის ტრანსფორმატორი. 110კვ.იან ე.გ.ხ -ზე „გოლასკური“ და ,ჭალადიდი“დამონტაჟდა სახაზო ძაბვის ტრანსფორმატორი და მცლელები. ჩაიწყო 10 კვ კონტეინერის ფუნდამეტები, მოეწყო ახალი კაბელგანები. ექსპლუატაციაში შევიდა 220კვ.იანი. ე.გ.ხ -ის ,,სენაკი 1,2” უჯრედი.

MG_8528-300x199.jpgMG_8532-300x195.jpg

ქვესადგურში ,,ბათუმი-220” განხორციელდა 110კვ-ზე არსებული პორტალის დემონტაჟი. დამონტაჟდა ახალი, სახაზო ძაბვის ტრ-რები და მცლელები. ჩაიწყო 10 დ 35 კვ-ის კონტეინერის ფუნდამეტები. ატ-2 ზე შეიცვალა და დამონტაჟდა 8 ერთეული გაციების ძრავა. ქვესადგურის მთელ ტერიტორიაზე მოეწყო წყალსაწრეტი არხები. 2014 წელს შესრულდა გაჩეხვითი სამუშაოები 220-110-35 კვ-იან ე.გ.ხ-ებზე, შეცვლილი იქნა 220 კვ-იანი ელექტროგადამცემის ხაზის ,,კოლხიდა 2’’№8 კოროზირებული ანძა, ,,პალიასტომი -2“-ის №159-161, 247-249 მალებში გასწორდა დარღვეული გაბარიტები, ,,პალიასტომი 2’’-ის №128 ანძაზე აღდგენილ იქნა მეხამრიდის გვარლის დგარი. აჭარის მაღალმთიან რეგიონში გარემონტდა 65 კოროზირებული ანძა და შეიცვალა დაზიანებული სადენი. აღდგენილ იქნა 110კვ-იან ე.გ.ხ ,,საბერიო“-ს №32 გაძარცული ანძა, აფხაზეთის ტერიტორიაზე აღდგენილ იქნა დაზიანებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლი, გასწორდა ე.გ.ხ-ის ,,პალიასტომი-2“№188 და №337 გადახრილი რკინა-ბეტონის ანძები“ – აღნიშნა თავის პრეზენტაციაში ბატონმა ავთანდილ მოსიძემ.

კომუნიკაცია