ახალი ამბები

2016-03-22 

ელექტროგადამცემი ხაზის “ახალციხე-ბათუმი” მშენებლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამა წლის 20-21 მარტს, ქ.ბათუმში ელექტროგადამცემი ხაზის “ახალციხე-ბათუმი” მშენებლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის”, მშენებელი კონტრაქტორი კომპანია KEC-ის, ზედამხედველი კონსულტანტი კომპანია Intec GOPA-ს და AGL-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე “ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“-ს მთავარი კომპონენტის, ახალციხე-ბათუმის 220 კვ., ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიმდინარეობა წარმოადგენდა. პროექტი, რომელსაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ახორციელებს, მოიცავს დაახლოებით 145კმ სიგრძის, ახალციხე-ბათუმის 220 კვ., ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მაღალი ძაბვის 500/400/220კვ ქვესადგურიდან „ახალციხე“ 220კვ ქვესადგურამდე „ბათუმი“.

სსე-ის მმართველმა გუნდმა უცხოელ სტუმრებთან ერთად მშენებლობის ადგილი დაათვალიერა, განიხილეს გეოლოგიური კვლევის, ანძებთან მისასვლელი გზების მოწყობის, დემარკაცია-ტაქსაციის საკითხები.

”აღნიშნული ხაზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოსისტემისთვის, რადგან პროექტის განხორციელების შემდეგ, სისტემაში გაჩნდება ბათუმის ქვესადგურთან დამაკავშირებელი სარეზერვო ხაზი. შედეგად, გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვის, სადაც მდებარეობს შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ტურისტული კურორტი ბათუმი,” – განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძემ.

პროექტი 2018 წელს დასრულდება.

Meeting within the Framework of “Akhaltsikhe-Batumi” PTL Construction Project2Meeting within the Framework of “Akhaltsikhe-Batumi” PTL Construction Project3Meeting within the Framework of “Akhaltsikhe-Batumi” PTL Construction Project1

კომუნიკაცია