ახალი ამბები

2016-04-19 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში უფროსკლასელებს უმასპინძლა

დღეს, 19 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სკოლა „ჯეჯილი“-ს მე-11 კლასელებს უმასპინძლა.

მოსწავლეები თავდაპირველად სსე-ის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

ცენტრალური სადისპეტჩეროდან მოსწავლეები სსე-ის სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მოინახულეს ქიმიური ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღეს ზეთის გამრღვევი ძაბვის შემოწმებასა და ქრომატოლოგიური ანალიზის მომზადებაში.

ცდების ჩატარების შემდეგ, უფროსკლასელები სასწავლო პოლიგონს ეწვივნენ. პოლიგონის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა. მოსწავლეებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების სამუშაო პროცესში.

GSE hosted the pupils of senior classes

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ენერგეტიკული მდგრადობა განაპირობებს, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-თვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში უფროსკლასელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომუნიკაცია