ახალი ამბები

2016-10-11 

ქ. სტამბოლში მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესი მიმდინარეობს

ქ. სტამბოლში მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესი მიმდინარეობს. ღონისძიებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებენ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე და მმართველთა საბჭოს წევრი ზურაბ ეზუგბაია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ 200 -მდე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორიდან.

მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი საზეიმოდ გახსნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა. კონგრესის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მსოფლიოს გლობალური ენერგეტიკული გამოწვევები, განახლებადი და მდგრადი ენერგიების განვითარება და სხვა.

კონგრესი 4 დღე გაგრძელდება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

23rd World Energy Congress is Being Held in Istanbul

კომუნიკაცია