ახალი ამბები

2013-09-24 

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის განცხადება 2013 წლის სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებით

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ”ელექტოენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები”-ს მე141 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ ქვეყნის შიდა ელექტროენერგიის წარმოებაში შექმნილი სიჭარბის გამო შესაძლებელია ელექტროენერგიის ექსპორტის განხორცილება შემდეგი მიმართულებებითა და რეჟიმით:

რუსეთი (სინქრონული რეჟიმით)
აზერბაიჯანი (სინქრონული ან ჩიხური რეჟიმით)
სომხეთი (სინქრონული ან ჩიხური რეჟიმით)

შენიშვნა: ერთდროულად სინქრონული რეჟიმის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ქვეყანასთან
ექსპორტის განხორცილების საორიენტაციო პერიოდს შეადგენს

24/09/2013 00:00-დან 01/10/2013 00:00-მდე.

ექსპორტის საორიენტაციო ჯამური მოცულობა შეადგენს

5100 ათას კვტსთ-ს დღეღამეში

საღამოს პიკური მოხმარების საათებში სიმძლავრე შეადგენს

50 მგვტ-ს (20:00-იდან 23:00-მდე პერიოდში)

ღამის მინიმალური მოხმარების საათებში სიმძლავრე შეადგენს

300 მგვტ-ს (01:00-იდან 06:00-მდე პერიოდში)

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაგაჩნიათ ზემოთხსენებული წესების შესაბამისად ელექტროენერგიის ექსპორტის უფლება, გთხოვთ, წარმაოდგინოთ თქვენი განაცხადები და შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებები სარეგისტრაციოდ სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. 2
ნებისმიერი კითხვებისათვის, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: +995 5 77 240 250

საკონტაქტო პირი: მიხეილ თავბერიძე, ელექტროენერგიის ხელშეკრულებების რეგისტრაციის და კონტროლის სამსახურის უფროსი.

კომუნიკაცია