ახალი ამბები

2013-06-17 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა

2013 წლის 11–13 ივნისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროკომისიის დელეგაცია იმყოფებოდა.

ევროკომისიის დელეგაციის თანამშრომლები შეხვდნენ იმ საფინანსო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან NIF-ით დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში. დელეგაცია შეხვდა KfW-ს, EBRD-ს და სხვა დონორ ორგანიზაციებს.

13 ივნისს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან ზუმბურიძესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტის მიმდინარეობასა და დასრულების ვადებს. სტუმრებმა მოინახულეს შავი ზღვის გადამცემი ქსელის პროექტი (BSTN) გარდაბანში, რომელიც ნაწილობრივ დაფინანსებულია NIF-ის ფონდიდან, 8 მილიონი ევროთი და დაათვალიერეს საქართველოს ახალი ეროვნული სადისპეტჩეროს მართვის ფარი.

ისინი დაინტერესდნენ სამომავლო გეგმებით და EU (NIF)-ის შესაძლო ჩართულობით მომავალ პროექტებში.

კომუნიკაცია