2016-09-19
„ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა საქართველოში, ქალაქ ბათუმში გაიმართა.
საქართველოს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ 2015 წლის დეკემბერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოაწერა ხელი. მემორანდუმი ოთხ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ-სადისპეტჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემების მუშაობის ეფექტურობას და კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას. ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტრის განვითარების ხელშეწყობით, გაიზრდება ინვესტიციების მოზიდვის ალბათობა, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.


