2013-12-23
USAID-ის მისიის წარმომადგენელმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა
დღეს, USAID-ის მისიისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) წარმომადგენლებმა ნიკ ჰიგინსმა და მიზეილ ზიბზიბაძემ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 53 თანამშრომელი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. სსე-ის მენეჯერებმა წარმატებით გაიარეს პროექტის მართვის ტრენინგ-კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მათი მიერ პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შეფასების უნარების გაძლიერებას. შეძენილი კვალიფიკაცია ელექტროსისტემას სამომავლო პროექტების უკეთ განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ტრენინგები USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების (HICD PLUS) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. HICD PLUS-ი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ელექტროსისტემის სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში ელექტროსისტემის ოთხწლიანი სტრატეგიული და ოპერაციული გეგმები და კონკრეტული ინდიკატორები შემუშავდა. სამომავლოდ კი HICD PLUS-ი ორგანიზაციას შიდა აუდიტისა და შესყიდვების სისტემების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
HICD PLUS პროექტი სხვადასხვა პროგრამების საშუალებით 20-ზე მეტ ორგანიზაციას ეხმარება განვითარებაში.