2016-11-18
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აცხადებს აუქციონს პირობებით
მის ბალანსზე რიცხული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების გაყიდვის მიზნით 1 (ერთ) ლოტად.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:
დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები აუქციონზე გამოტანილია 1 (ერთ) ლოტად;
დეტალური ინფორმაცია (ჩამონათვალი, დასაწყობების/განთავსების ადგილი, ტექნიკური მდგომარეობა, საწყისი გასაყიდი ფასების ცხრილი და ა.შ.) მოცემულია დანართ #1-ში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.gse.com.ge, სააუქციონო განცხადებების შესაბამის გვერდზე, ხოლო აღნიშნული აქტივების ფოტოსურათები ატვირთული არის შემდეგ ელ. მისამართზე (ლინკზე): https://drive.google.com/drive/folders/1ksOUg_wllDHGSw24QAVBFdjR2hwdhXu2?usp=sharing
მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
ქონების ადგილმდებარეობა: დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები განთავსებულია ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეგიონალური ქსელის კუთვნილ ტერიტორიებზე (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები);
საწყისი სააუქციონო ღირებულება:
დემონტირებული მოწყობილობების საწყისი გასაყიდი ფასი შეადგენს:
3.235.873,00 (სამი მილიონ ორასოცდათხუთმეტი ათას რვაასსამოცდაცამეტი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
აუქციონში მონაწილეობის მსურველს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების ფაქტიურ მდგომარეობას, რისთვისაც წინასწარ (არანაკლებ ერთი დღით ადრე) წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი დასათვალიერებელი ლოკაციის დასახელება და იმ პირთა სია (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც განახორციელებენ ძირითადი საშუალებების დათვალიერებას.
აუქციონში მონაწილეობისათვის გადასახდელი „ბე“-ს ოდენობა შეადგენს:
165.000,00 (ასსამოცდახუთი ათასი) ლარს;
აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა შეადგენს: 33.000,00 (ოცდაცამეტი ათასი) ლარს;
მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს: 50 (ორმოცდაათი) ლარს.
აუქციონის პირობები:
1. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 360 (სამასსამოცი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს შესყიდული ქონების გატანა გამყიდველის ტერიტორიიდან და გადაიხადოს აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი. დემონტირებული მოწყობილობების გატანა დასაშვებია ეტაპობრივად, ლოკაციების (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები) მიხედვით, წინასწარ საბანკო გარანტიის (გარანტიების) წარმოდგენის ან თანხის გადახდის შემდგომ, რომლის (რომელთა) ოდენობა (გარანტირებული თანხის მოცულობა) უნდა იყოს არანაკლებ შესაბამის ლოკაციაზე (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები) არსებული გასაყიდი მოწყობილობების მთლიანი ღირებულებისა. აღნიშნული საბანკო გარანტიის (გარანტიების) მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ ერთი თვით. საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია თვითოეული ლოკაციის (ქვესადგურები, საწყობები, ოფისები) ტერიტორიიდან შესყიდული ქონების გატანის შემდგომ, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში გადაიხადოს მოწყობილობების სრული ღირებულება. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტიები იქნება გამოთხოვილი.
2. გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებები არის (გადაეცემა მყიდველს) ზეთის გარეშე.
3. გასაყიდი დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების გაყიდვის (აუქციონის ჩატარების ან/და ხელშეკრულების ხელმოწერის) შემდგომ, გასაყიდი ძირითადი საშუალებების აუქციონის ჩატარებამდე დეკლარირებული ტექნიკური მდგომარეობის მიმართ მყიდველის მხრიდან პრეტენზიები არ მიიღება.
4. მყიდველმა შესყიდული დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების სსე-ს ტერიტორიიდან გატანა უნდა განახორციელოს შესაბამისი უსაფრთხოებისა და საქართველოში მოქმედი სხვა ნორმების დაცვით.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა (შემდგომში მონაწილემ) აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს; განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე.
ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე: ს.ს. “თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის #GE02TB0600000102467636. საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176; დასაშვებია ასევე შესაბამის თანხაზე საქართველოში რეგისტრირებული ბანკის უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).
ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 21 აგვისტოს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას.
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბე“-ს თანხა გამოყენებული იქნება როგორც ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პიროებების შეუსრულებლობის (მათ შორის: ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ/არასრულად გატანის) შემთხვევაში, მყიდველს მის მიერ აუქციონში გადახდილი „ბე“-ს თანხა არ დაუბრუნდება. აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „მესაკუთრესთან“ გააფორმოს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
აუქციონზე ვერგამარჯვების შემთხვევაში, სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“-ს თანხა უბრუნდებათ უკან.
მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში (2018 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით), სხვა შემთხვევაში (აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება, ან დადგენილ ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიზეზით ხელშეკრულების არ გაფორმება) გადახდილი „ბე“-ს თანხა უკან არ უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია დემონტირებული ან/და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების მაქსიმალური გასაყიდი ღირებულების (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქი: 2-510-281; მობილური: 5 77 24 02 33