2018-03-21
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
მის საკუთრებაში არსებული, ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილი #5–ში მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე არსებული 100კვ არასაცხოვრებელი ფართის (საკადასტრო კოდი: #66.45.13.032), იჯარის ფორმით (დროებით სასყიდლიან სარგებლობაში) გადაცემის მიზნით
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
მესაკუთრე: ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.
ქონების ადგილმდებარეობა: ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილი #5. (საკადასტრო კოდი: #66.45.13.032)
ყოველთვიური საწყისი საიჯარო ქირა: 500 (ხუთასი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);
აუქციონში მონაწილეობის ”ბე”: 100 (ასი) ლარი;
აუქციონის ”ბიჯი”-ს ოდენობა: 100 (ასი) ლარი;
მონაწილის ბილეთის ფასი: 50 (ორმოცდაათი) ლარი.
იჯარის ხანგრძლივობა: 1 (ერთი) წელი.
თანხის გადახდის ვადები: აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველთვიური საიჯარო ქირა გადაიხადოს სათანადო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე და განსაკარგი ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს და საწყის საფასურს;
ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,თიბისი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: TBCBG E22 ანგარიშის #GE02TB0600000102467636 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;
გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).
ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:
აუქციონი ჩატარდება 2018 წლის 13 აპრილს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაცია:
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.
აუქციონში გამარჯვებულის (“მოიჯარის”) მიერ გადახდილი “ბეს” თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი “ბეს” თანხა უბრუნდებათ უკან.
მონაწილეს უფლება აქვს “ბე”-ს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაში -აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება -გადახდილი “ბეს” თანხა უკან არ უბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის – თავისუფალი ფართის მაქსიმალური საიჯარო ქირის (არანაკლებ საწყის საიჯარო ქირას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.
აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული “ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად.
ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”
საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი
ტელეფონი: ქალაქის – 2-510-281 მობილურის – 5 77 24 02 33
აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ ს.ს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინტერნეტგვერდზე: www.gse.com.ge