განცხადებები

განცხადება

სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, რეაბილიტაციიის გეგმის მიხედვით, აგრძელებს თანამშრომლების მიმართ 2000 წლამდე დაგროვილი სახელფასო დავალიანების გასტუმრების პროცესს. 2013 წლის 3 დეკემბერს სრულდება ამ პროცესის ბოლო, მე-4 ეტაპი.

სსე-ს ყოფილი თანამშრომლების ან მათი სამართალმემკვიდრეების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაარკვიოთ, მოქმედია თუ არა თქვენი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება დავალიანების ჩარიცხვა, რადგან გაუქმებულ ან ვადაგასულ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება სსე-ს. თუ ანგარიში გაუქმებულია, გთხოვთ, დროულად გახსნათ ახალი ანგარიში და დაწეროთ განცხადება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სსე-ს რეაბილიტაციის მმართველის სახელზე. განცხადებაში მიუთითეთ საბანკო ანგარიში.

სსე-ს თანამშრომლებს დავალიანების თანხა ჩაერიცხებათ მოქმედ სახელფასო ანგარიშზე.

საკონტაქტო პირი: რუსუდან ჯანეზაშვილი

საკონტაქტო ნომერი: 251 01 17

საკონტაქტო მეილი: rusudan.janezashvili@gse.com.ge

კომუნიკაცია