გარანტირებული სიმძლავრე

2010 წლის 12 ივლისს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრიდან ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობას, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას გარანტირებული სიმძლავრე ემსახურება.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს და თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის გარანტირებული სიმძლავრის მინიმალურ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოადგენს თბოელექტროსადგური ან თბოელექტროსადგურები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.

საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 ივლისს გამოსცა №193 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეების ოდენობასა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდებს.

დოკუმენტები