ელექტროსადგურის ნულოვანი მდგომარეობიდან გაშვების შესაძლებლობა
გადამცემი ქსელის ნაწილობრივი ან სრული ჩაქრობის დროს, აღდგენისთვის აუცილებელია ისეთი სადგურების არსებობა (სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის განმახორციელებელი ელექტროსადგურები), რომელთაც შესწევთ უნარი, გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი მითითებების მიღებიდან არაუმეტეს 1 საათის ვადაში (გარედან ელექტროენერგიის მიღების გარეშე), განახორციელონ ელექტროსადგურის გაშვება და ავტონომიურად მომხმარებლის დატვირთვა და ქსელთან მიერთება.
2025 წლის მონაცემებით ნულოვანი მდგომარეობიდან გაშვება შეუძლია შემდეგ ელექტროსადგურებს: „დარიალიჰესი“ , „აწჰესი“, „ენგურჰესი“, „ძევრულაჰესი“, „ხრამჰესი-1“, „ჟინვალჰესი“.
სისტემის ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
