ელექტროენერგიის აღრიცხვა
ელექტროენერგიის აღრიცხვა არის, წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული, მოხმარებული და გამანაწილებელ ქსელებში გადაცემული ენერგიის ნაკადების ზუსტი გაზომვა და დაფიქსირება სპეციალური, მაღალი სიზუსტის კლასის მქონე ხელსაწყოების საშუალებით. ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის გამჭვირვალობას და ფინანსური ანგარიშსწორების სიზუსტეს.
ძირითადი პრინციპები
- ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია აღრიცხოს წარმოებული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა;
- აღრიცხვა ხორციელდება სპეციალიზებული მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მკაცრ ტექნიკურ სტანდარტებს;
- მონაცემები ინახება ცენტრალიზებულ სისტემაში და ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარისთვის.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის აღრიცხვის ერთიანი სისტემის ეფექტიანი მართვა, განვითარება და საათობრივ აღრიცხვის მონაცემებზე ხელმისაწვდომობა.
სსე, როგორც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი, პასუხისმგებელია გადამცემ ქსელში დანაკარგების პროგნოზირებასა და შესყიდვაზე. სსე უზრუნველყოფს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის, ასევე განაწილების სისტემის ოპერატორების ქსელების არეალში არსებული კვალიფიციური საწარმოების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებიდან, პირდაპირი ან ირიბი კავშირების საშუალებით, აღრიცხვის მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, აგრეგირებას, ანალიზს (მათ შორის, ტექნიკური კონტროლის მიზნებისათვის), ფორმირებას, ფორმალიზებას, სხვადასხვა ფორმით გამოსახვას და სხვა უწყებების, დაინტერესებული მხარეების და ბაზრის მონაწილეების, მათ ანგარიშსწორებაში მონაწილე აღრიცხვის წერტილებზე წვდომებსაღნიშნული ფუნქცია სსე-ს, როგორც ერთადერთ გადამცემი სისტემის ოპერატორს, განსაზღვრული აქვს პირველადი კანონმდებლობით („საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“) და კანონქვემდებარე აქტებით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის დადგენილება №10 „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ).
„ქსელის წესების“ 67-ე მუხლის (ესკაა სისტემები და მონაცემთა ჰაბი) მოთხოვნების შესრულების მიზნით, ორგანიზაციის წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების გადასაჭრელად, სსე-მ შეიმუშავა მონაცემთა ჰაბის პროექტი.
სსე-მ განახორციელა ორი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესი: ელექტროენერგიის და სიმძლავრის კონტროლის აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემა და მონაცემთა საცავი (DWH).
მონაცემთა საცავი წარმოადგენს ცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან, ორგანიზაციის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ და, ამგვარად, უზრუნველყოფს მონაცემთა აქტივებზე ერთიან ხედვას, რაც აუცილებელია ორგანიზაციის ყოველდღიური და სტრატეგიული ბიზნესპროცესების ეფექტიანად მართვისთვის. მონაცემთა საცავი არის საიმედო მონაცემთა ერთადერთი წყარო ყველა მონაცემისთვის და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, მიიღონ წვდომა, მართონ და გაიზიარონ მონაცემები უფრო ეფექტიანად. როგორც წესი, მონაცემთა საცავი მოიცავს მონაცემთა ინტეგრაციის ინსტრუმენტებს, მონაცემთა განკარგვას და უსაფრთხოებას, მათ ანალიტიკას, ანგარიშგებას, ვიზუალიზაციას და სხვა ელემენტებს.
მონაცემთა მართვის ეს ცენტრალიზებული მიდგომა ხელს უწყობს მონაცემებზე არაცენტრალიზებული წვდომის თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს, დაინტერესებული მხარეების ერთსა და იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობას, რითაც მცირდება შეცდომების და შეუსაბამობების რისკი. მონაცემთა საცავის შექმნამდე, დეცენტრალიზებული მიდგომა იყო არაეფექტიანი, ხშირად იწვევდა მონაცემთა დუბლირებას და პრობლემებს კომუნიკაციის/თანამშრომლობის კუთხით.
მონაცემთა საცავთან დაკავშირებული სარგებელი
მონაცემთა საცავის დანერგვა სსე-სთვის ხელსაყრელია არაერთი მიმართულებით, მათ შორის მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ოპერაციების გამარტივების კუთხით. ამ სარგებლიდან ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს:
- მონაცემთა ცენტრალიზებული მართვა;
- მონაცემთა გაუმჯობესებული ხარისხი;
- მონაცემთა ინტეგრაცია და ურთიერთთავსებადობა;
- მონაცემთა გაძლიერებული უსაფრთხოება და განკარგვა;
- მონაცემებზე მოსახერხებელი წვდომა და ანალიზი;
- მონაცემთა გამარტივებული გაზიარება და თანამშრომლობა;
- მასშტაბურობა და მოქნილობა;
- ხარჯების ეკონომია და ოპერაციული ეფექტიანობა;
- გაძლიერებული ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა;
- შესაძლებლობების გაძლიერება და უნარების განვითარება.
