კვალიფიციური საწარმოები

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გადაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს სალიცენზიო პირობების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს #77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ გათვალისწინებული წესების და პირობების შესაბამისად.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს გადაცემის მომსახურების გაწევას შემდეგი კვალიფიციური საწარმოებისთვის:

  • წარმოების ლიცენზიატები;
  • მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები;
  • ელექტროსადგურები ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში;
  • პირდაპირი მომხმარებლები;
  • განაწილების ლიცენზიატი, განაწილების ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში;
  • უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები;
  • საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლები;
  • თავისუფალი მიმწოდებლები;
  • ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლები;
  • ექსპორტიორები

მომხმარებლებისთვის