ახალი ამბები

2014-12-28 

შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონალურ ქსელებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონალურ ქსელებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდი რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრებზე პრეზენტაციები შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თემურ მშვიდობაძემ, იმერეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თენგიზ დადიანმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გააკეთეს.

IMG_8141-300x199.jpg

შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონალურ ქსელებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველი გუნდი რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრებზე პრეზენტაციები შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თემურ მშვიდობაძემ, იმერეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თენგიზ დადიანმა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ გააკეთეს.

IMG_8307-300x199.jpgIMG_8137-300x199.jpg

შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის მონახულების შემდეგ მმართველი გუნდი იმერეთის რეგიონალურ ქსელს ეწვია.

იმერეთის რეგიონალური ქსელის მენეჯერმა თენგიზ დადიანმა საკუთარ პრეზენტაციაში აღნიშნა, რომ 2014 წელს სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ქვესადგურში “ზესტაფონი-500” ატ-3-ის „ა“ და „ბ“ ფაზებზე  ჩატარდა კაპიტალური შეკეთება და შეიცვალა გაგრილების სისტემა, 10კვ-ის გამანაწილებელი მოწყობილობისათვის მოეწყო საკაბელო  არხები, 500/110 კვ.ზე მოეწყო სადრენაჟე სისტემა, 10 კვ-იანი გამანაწილებელი მოწყობილობის კონტეინერისთვის მოეწყო 12 ცალი ფუნდამენტი. ქვესადგურში “ქუთაისი-220” დასრულდა 220-110 კვ-ის 18 მინაერთისთვის ციფრული სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების სამონტაჟო-გაწყობითი სამუშაოები, 110კვ-იან ე.გ.ხაზებზე “პატრიკეთი-1-2“, “ გეგუთი“, „სარბევი“ და „უკანეთი“ დამონტაჟებული იქნა ძაბვის ტრანსფორმატორები და მცლელები. 10კვ-ის მინაერთებზე დამონტაჟდა ახალი ციფრული მართვისა და დაცვის მოწყობილობები, მართვის ფარზე დამონტაჟებული იქნა მუდმივი და ცვლადი დენის გამანაწილებელი კარადები. ქვესადგურში “წყალტუბო-220” დასრულდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, 220 კვ-იანი ე.გ.ხ-ის „სენაკი-1-2“ ორი უჯრედის მოწყობის სამუშაოები, 220-110 კვიან ელ. გადამცემ ხაზებზე დამონტაჟდა ახალი მოდიფიკაციის 5 კომპლექტი ძაბვის ტრანსფორმატორი და 5 კომპლექტი მცლელი. შემოტანილი და დამონტაჟებულია 220-110 კვ-ის 14 მინაერთისთვის 6 ერთეული „SEL”-ის ფირმის ციფრული დაცვის ტერმინალი. ატ-1-ზე დამონტაჟდა და ექსპუატაციაში იქნა შეყვანილი გაგრილების სისტემის ელ. კარადები. დამონტაჟდა და ექსპუატაციაში იქნა შეყვანილი ახალი „Shneider”-ის ფირმის ცვლადი და მუდმივი დენის კარადები. ქვესადგურში “ფერო-220” მიმდინარეობს 10 კვ-იანი გამანაწილებელი მოწყობილობის სამონტაჟო სამუშოები. დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში იქნა შეყვანილი ახალი, „Shneideri”-ის ფირმის ცვლადი და მუდმივი  დენის კარადები.  გარდა ამისა, 2014 წლის განმავლობაში, შეიცვალა 1950-60 –იანი წლებიდან ექსპლუატაციაში არსებული ფაიფურის ავარიული იზოლატორები. შეკეთდა  ე.გ.ხ-ის  ანძის  ავარიული ფუნდამენტები. 220კვ-იანი ე.გ.ხ-ის “კოლხიდა 1” 7 ანკერულ ლითონის ანძებზე აღდგა კოროზირებული მონაკვეთები, განხორციელდა 1990-იანი წლებში გაძარცული, 110კვ-იანი ე.გ.ხ-ის „კოხრა 1“ და 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „სენაკი-1,2“ რეაბილიტაცია.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რეგიონში წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაფასა.

კომუნიკაცია