2014-12-19
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობა “Energy Regulators Regional Association”-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარს დაესწრო
2014 წლის 4-5 დეკემბერს უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში ჩატარდა ენერგორეგულატორების რეგიონალური ასოციაციის (Energy Regulators Regional Association, ERRA) მიერ ორგანიზებული სასწავლო სემინარი, რომელშიც ბულგარეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, ბელგიის, ხორვატიის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, თურქეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, დანიის და სერბეთის წარმომადგენლობასთან ერთად, სს ,,საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის“ 3-კაციანი დელეგაციაც მონაწილეობდა.

სემინარის მთავარ თემას „საბალანსო ბაზარი და დამხმარე სერვისები“ (Balancing Electricity Markets and Ancillary Services) წარმოადგენდა. სემინარზე მოხსენებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა და აღნიშნულ დარგში მომუშავე საწარმოების წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი და მისი სტრუქტურა, სისტემისთვის საჭირო სიმძლავრეების, რეზერვისა და დამხმარე სერვისების ყიდვა-გაყიდვის თემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტექნიკური ოპერატორების (TSO), საქართველოში კი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გამართული მუშაობით რეგულირდება.
სემინარზე ასევე განხილულ იქნა მეზობელი ქვეყნების სისტემების ტექნიკური თანამშრომლობისა და ელექტროენერგიის ბაზრების გაერთიანების ის დადებითი მხარეები, რომლებიც ცალკეული სისტემის იმედიანობის გაზრდასთან ერთად, მკვეთრად შეამცირებს სარეზერვო ხარჯებს და დეფიციტურ სისტემებში ინვესტიციების ჩადების გარანტი გახდება.