ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ-იანი, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მიზნად ისახავს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროსისტემის გაძლიერებას. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას, შეამცირებს გათიშვის შემთხვევებსა და ქვეყნის შიგნითა და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
აღნიშნული პროექტისთვის 2015 წელს მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელმაც გაიარა ეკოლოგიური ექსპერტიზა და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თუმცა, 2018 წელს პროექტში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ცვლილებების გათვალისწინებით, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შუახევი-ახალციხის იმ 94 კმ-იანი მონაკვეთისთვის, რომელიც შეიცვალა.
გზშ ანგარიში განხორციელდა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით. პროექტი ასევე უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ბანკის სამოქმედო პოლიტიკის დოკუმენტებს OP/BP 4.01 „გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ (Environmental Assessment), OP/BP 4.12 „იძულებითი განსახლება“ (Involuntary Resettlement) და OP 4.36 „ტყეები“ (Forests). მსოფლიო ბანკის სამოქმედო პოლიტიკის სხვა დოკუმენტებთან შესაბამისობის აუცილებლობა განისაზღვრება პროექტის განვითარების შესაბამისად. ასევე, ანგარიშში გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის ჯგუფის „გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ზოგადი სახელმძვანელოსა“ (EHS General Guidelines) და „გარემოს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სახელმძღვანელოს ელექტროგადამცემი და გამანწილებელი ხაზებისთვის“ (EHS Guidelines for Electric Power Transmission and Distribution) მოთხოვნები.
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მიერ წამოწყებული პროექტის ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების (შუახევი-ახალციხე 94 კმ-იანი მონაკვეთი)“ გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების (გსზშ) შედეგები.
გსზშ ანგარიშის ქართული ვერსია მომზადებულია ეროვნული კანონმდელობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული მოთხოვნის გათვალისწინება აუცილებელ პირობას წარმოდგენს დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისათვის. სსე-ს ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო უნდა იყოს ანგარიშის ის ვერსიაც, რომელმაც გაიარა საჯარო განხილვები და მიიღო დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ანგარიშის ინგლისურ ვერსიას, იგი მომზადებულია საერთაშორისო და მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, რომელთა შესრულებაც ასევე აუცილებელ პირობას წარმოადგენს. დაგეგმილია მსოფლიო ბანკის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული გსზშ ანგარიშის საჯარო განხილვები.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში:
- ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
- ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების შეფასება
არატექნიკური რეზიუმე; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების
შეფასება
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 1; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების
შეფასება
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 2; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების
შეფასება
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 3; - გრაფიკული მასალა;
- ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების შეფასება
გეოლოგიური კვლევის ანგარიში; - ცვლილებების და ექსპლუატაციაში მიღების პროექტის ზემოქმედების შესაბამისობის შეფასება გოდერძის შეთავაზებულ ზურმუხტის ტერიტორიაზე (გოდერძი GE0000026);
- ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების პროექტის ზემოქმედების შესაბამისობის შეფასება გოდერძის შეთავაზებულ ზურმუხტის ტერიტორიაზე (გოდერძი GE0000026)
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 1; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების პროექტის ზემოქმედების შესაბამისობის შეფასება გოდერძის შეთავაზებულ ზურმუხტის ტერიტორიაზე (გოდერძი GE0000026)
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 2; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების პროექტის ზემოქმედების შესაბამისობის შეფასება გოდერძის შეთავაზებულ ზურმუხტის ტერიტორიაზე (გოდერძი GE0000026)
ტომი 2 – დანართები, ნაწილი 3; - ცვლილების და ექსპლოატაციაში მიღების გარემოზე ზემოქმედების შეფასება
დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები.
პროექტის შესახებ ნებისმიერი კომენტარი ან გამოხმაურება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zezva.khvedelidze@gse.com.ge, ხოლო წერილობით: ბარათაშვილის ქ. #2, თბილისი; სსე-ს სათაო ოფისი.