ჯვარი-ხორგას ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის პროექტი

khorga 1-small.jpg

ელექტროგადამცემი ხაზის ,,კავკასიონი“ და ჯვარის ქვესადგურის, ასევე ჯვარისა და ხორგას ქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავდა ჯვარის ელექტროქვესადგურის (500/220კვ) და ხორგა-ჯვარის ელექტროქვესადგურების დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზების (500კვ და 220კვ) მშენებლობას. პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის N122 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.

პროექტი დაფინანსებული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და ევროსაბჭოს სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) მიერ.

პროექტის კომპონენტებია:

  1. პაკეტი A – 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში - მშენებლობა განახორციელა კომპანიამ EFACEC Engenharia e Sistemas, S.A. მშენებლობა დასრულებულია. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია 2019 წლის 17 მარტს;
  2. პაკეტი B – 220 კვ ეგხ–ის მშენებლობა ქ/ს ,,ჯვარი“ – ქ/ს ,,ხორგა“ (60 კმ) და არსებული 500 კვ ეგხ-ის ,,კავკასიონი“ შეჭრა ქ/ს-ში ,,ჯვარი“ (8 კმ) - მშენებლობის განხორციელება დაიწყო კომპანიამ Jyoti Structures Limited, თუმცა საკონტრაქტო მოვალეობების შეუსრულებლობის გამო აღნიშნულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყდა და სამუშაოები ხაზის 500 კვ ნაწილზე დაასრულა უშუალოდ სსე-მ, ხოლო ხაზის 220 კვ-ზე სამუშაოები დაასრულა კომპანიამ Bozlar Yapi Enerji Muhendislik Insaat Taahhut Bilisim Sanayi Ve Ticaret Limited Sirketi. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია 2022 წლის 24 ოქტომბერს. ხაზი იმყოფება საგარანტიო პერიოდზე;
  3. პაკეტი C - საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა-ზედამხედველობა - ზედამხედველობას ახორციელებდა კომპანია Fichtner GmbH. ხელშეკრულება დასრულებულია;
  4. პაკეტი D - სპეც. ტექნიკისა და იარაღების შესყიდვა - კონტრაქტორები: Tegeta Truck and Bus Ltd, Tesmec SPA, Temsa Is Makinalari და Business Group 2010. ყველა ხელშეკრულება დასრულებულია;
  5. პაკეტი E - ზესტაფონი 500 კვ ქვესადგურისთვის რეაქტორისა და მარნეული 220 კვ ქვესადგურისთვის ტრანსფორმატორის შესყიდვა - კონტრაქტორი კომპანიები: Grid Enerji Endustrisi A.S (ზესტაფონის რექტორი) და Xian Electric Engineerin Co., Ltd (მარნეულის ტრანსფორმატორი). ხელშეკრულებები დასრულებულია. მიღება ჩაბარების აქტები ორივე კომპანიასთან გაფორმებულია 2019 წლის ოქტომბერს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ჰესებიდან ელექტროენერგიის გატანას დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონისა და თურქეთის მიმართულებით და, ამავდროულად, შესაძლებელი გახადა აღოსავლეთ საქართველოსკენ ელექტროენერგიის მიწოდების ზრდა.

სურათები

khorga 1-small.jpgkhorga 2-small.jpgJvari-Khorga-3-small.jpgJvari-Khorga-4-small.jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Jemal Akhalaia.jpg

ჯემალ ახალაია

სამხრეთის ქსელის მენეჯერი
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: jemal.akhalaia@gse.com.ge

tea toriashvili.jpg

თეა ტორიაშვილი

სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილე
პროექტების მართვის საკითხებში
ტელ.: +995 32 2 510 140
ელ-ფოსტა: tea.toriashvili@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები