500/110/35/10 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობა
„საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, სვანეთის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების (ჯამური დადგმული სიმძლავრით 230 მგვტ) ქსელში ინტეგრირების უზრუნველსაყოფად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“დაბა იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს 500/110/35/10 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობას. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქვესადგურში ასევე გათვალისწინებულია მომავალში ასაშენებელი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობა.
ქვესადგური „იდლიანი“ უნიკალურია რეგიონში, ვინაიდან წარმოადგენს სრულად დახურული ტიპის ობიექტს, რაც უზრუნველყოფს როგორც ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.
500/110/35/10 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობა სრულად ფინანსდება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთარი შემოსავლებით.
პროექტის მიმდინარეობა:
- ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. ქვესადგურის პროექტირების პროცესი დასრულებულია, დოკუმენტაცია შეთანხმებულია და ექსპერტიზის დადებითი დასკვნა მიღებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცედურები.
- დემონტირებულია ტერიტორიაზე განთავსებული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის აშენებული დამხმარე რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობები და კონსტრუქციები.
პროექტის ვადები:
- პროექტი გააქტიურდა 2023 წლის აგვისტოში;
- პროექტი დასრულდება 2027 წლის ივნისში.
პროექტის ღირებულება:
- პროექტის ღირებულება შეადგენს 39 624 580 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.
სურათები

პროექტის გუნდი

მამუკა შონია
პროექტების დეპარტამენტის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: mamuka.shonia@gse.com.ge

ოთარ ყირიმელი
ქვესადგურების პროექტების სამსახურის უფროსი
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: otari.kirimeli@gse.com.ge

