500/110/35 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობა
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, სვანეთში მშენებარე ახალი ჰიდროელექტროსადგურების (ჯამური სიმძლავრით 230 მგვტ) ქსელში ინტეგრირების მიზნით, დაბა იდლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აშენებს 500/110/35 კვ ქვესადგურს „იდლიანი“. აღნიშნულ ქვესადგურში ასევე გათვალისწინებულია მომავალში ასაშენებელი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მიერთების შესაძლებლობა.
ქ/ს „იდლიანი“ უნიკალურია რეგიონში, რადგან იქნება სრულიად დახურული ტიპის ქვესადგური.
500/110/35 კვ ქვესადგურის „იდლიანი“ მშენებლობა ფინანსდება მთლიანად სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემოსავლებით.
პროექტის მიმდინარეობა:
- ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, ქვესადგურის პროექტირების და მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცედურები.
- დემონტირებულია ტერიტორიაზე განთავსებული ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის აშენებული დამხმარე რკინა-ბეტონის შენობა-ნაგებობები და კონსტრუქციები.
პროექტის ვადები:
- პროექტი გააქტიურდა 2023 წლის აგვისტოში;
- პროექტი დასრულდება 2025 წლის სექტემბერში.
პროექტის ღირებულება:
- პროექტის ღირებულება შეადგენს 38 596 000 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.
სურათები
