შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. ამასთან, პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის “დაკვეთით იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ „ჩეზი “ (CESI) განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა (მაისი 2022 - ივლისი 2024). კვლევამ დაადასტურა პროექტის მიზანშეწონილობა ტექნიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური და სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით. გარდა ამისა, მან გამოავლინა სამხრეთ კავკასიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ექსპორტის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც უპირატესად განახლებადი ენერგიისგან შედგება. აღნიშნული კვლევა აჩვენებს წმინდა ეკონომიკურ სარგებელს პროექტის მონაწილე ქვეყნებისთვის. ჩატარებული კვლევის ფარგლებში, კონსულტანტმა შეისწავლა პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები და მოამზადა შესაბამისი სკოპინგის ანგარიში. დოკუმენტში აღწერილია პროექტის განხორციელების საშუალებები და აქტივობები და პროექტის მშენებლობითა და ექსპლოატაციით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების წინასწარი შეფასება. ანგარიშში, ასევე მიმოხილულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ასპექტები.

სამომავლოდ, პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური, გეოტექნიკური, ბენთოსისა და სხვა ჩაძირული ობიექტების კვლევას. ასევე, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევების (გსზშ) ჩატარებას. ამგვარად, დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ანგარიშთან ერთად წარმოდგენილია პროექტისათვის შემუშავებული სკოპინგის ანგარიში, შრომის მართვის პროცედურა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა და გარემოსდაცვითი და სოციალურ ვალდებულებათა გეგმა.

სურათები

tskalqvesha-kabelis-proeqtze-small.jpgBSSC-logo-small

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

Nodar Ruadze -2

ნოდარ რუაძე

სისტემათაშორისი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ინტერკონექციის დეპარტამენტის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nodar.ruadze@gse.com.ge

Nino Erkomaishvili.jpg

ნინო ერქომაიშვილი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მენეჯერი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: nino.erkomaishvili@gse.com.ge

Tamar Gvatua.jpg

თამარ გვათუა

საერთაშორისო ინტერკონექციის სამსახურის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: tako.gvatua@gse.com.ge

Salome DaTuashvili.jpg

სალომე დათუაშვილი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: salome.datuashvili@gse.com.ge

პროექტები და ტენდერები