110კვ. ეგხ BP-ის და ქ/ს „ჯანდარა-110" მშენებლობა, 110კვ. უჯრედის მოწყობა ქ/ს-ში „გარდაბანი-500“
,,ბრიტიშ პეტროლიუმი" (BP) ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ექსპლოატაციას უწევს და ავითარებს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს. აღნიშნული კომპანიის დაკვეთით, გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე წარმატებით დასრულდა 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის და ქ/ს ,,ჯანდარა"-ს მშენებლობა, რომელიც 110 კვ. ეგხ BP-ის საშუალებით, მიუერთდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საკუთრებაში არსებულ ქ/ს ,,გარდაბანი- 500"-ს. ქ/ს „ჯანდარა-110“-ის მოწყობა, მისი ქსელთან მიერთებისთვის საჭირო 110კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და დიზაინის დოკუმენტაციის მომზადება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ განახორციელა.
პროექტის დეტალები:
ქ/ს ,,ჯანდარა-110"-ის (დადგმული სიმძლავრე 16 მვა), ქ/ს ,,გარდაბანი-500"-ში E-15-უჯრედის და მათი დამაკავშირებელი 110კვ ეგხ BP-ის (სიგრძე 9.52 კმ) მშენებლობა წარმატებით დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
ქ/ს „ჯანდარა-110“:
- პირველადი მოწყობილობებისათვის რკინა-ბეტონის ფუნდამენტების მოწყობა;
- საყრდენი ლითონ-კოსტრუქციების მონტაჟი;
- პირველადი და მეორადი მოწყობილობების მონტაჟი, კერძოდ:
110/10კვ. ტრანსფორმატორი;
10/0.4კვ. ტრანსფორმატორი;
110კვ. ამომრთველი;
110კვ. გამთიშველი;
110კვ. მცლელი;
110კვ. ძაბვის ტრანსფორმატორი;
110კვ. დენის ტრანსფორმატორი;
10კვ. მცლელი;
10კვ. გამთიშველი;
ტრანსფორმატორის 10კვ. ნეიტრალის დამამიწებელი რეზისტორი;
10კვ. კომპენსატორული ბატარეა;
10კვ. კონტეინერი (კონტეინერში განთავსებულია, როგორც 10კვ. ფიდერები, ასევე დაცვისა და მართვის მოწყობილობები);
SCADA-ს სისტემის მოწყობა;
პროჟექტორების მონტაჟი;
ვიდეო და თბური კამერების მონტაჟი.
ქ/ს „გარდაბანი-550“-ის E-15-უჯრედში:
- პირველადი მოწყობილობებისათვის რკინა-ბეტონის ფუნდამენტების მოწყობა;
- საყრდენი ლითონ-კოსტრუქციების მონტაჟი;
- პირველადი და მეორადი მოწყობილობების მონტაჟი, კერძოდ:
110კვ. ამომრთველი;
110კვ. გამთიშველი;
110კვ. მცლელი;
110კვ. ძაბვის ტრანსფორმატორი;
110კვ. დენის ტრანსფორმატორი;
დაცვისა და მართვის კონტეინერი;
SCADA-ს სისტემის მოწყობა;
ვიდეოკამერის მონტაჟი.
110კვ. ეგხ BP:
- 29 საყრდენისათვის რკინა-ბეტონის ფუნდამენტების (29X4) მოწყობა;
- 29 ერთეული ახალი მოთუთიებული საყრდენის აწყობა-მონტაჟი, 11 ერთეული არსებული საყრდენის რეკონსტრუქცია (სულ 40 ერთეული საყრდენი;
- 9.5კმ მალში ფოლად-ალუმინის სადენის (სამი ფაზა) მონტაჟი;
- 9.5კმ მალში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი;
- სახაზო არმატურის მონტაჟი;
- მინის იზოლატორების მონტაჟი.
პროექტის ვადები:
- პროექტი დაიწყო 2016 წლის 1 ოქტომბერს
- პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღი - 2017 წლის 28 აპრილი
- რეალური დასრულების თარიღი - 2017 წლის 10 აპრილი
პროექტის ღირებულება:
- 7.38 მილიონი ლარი (დღგ-ის გარეშე)
სურათები
დაკავშირებული დოკუმენტები
პროექტის გუნდი
ეკატერინე მჭედლიშვილი
სამსახურის უფროსის მოადგილე, შესყიდვების კონტრაქტების მონიტორინგის სამსახური
ტელ.: +995 32 2 510 202
ელ-ფოსტა: ekaterine.mchedlishvili@gse.com.ge