ახალი ამბები

2016-12-06 

სსე-ის მენეჯმენტის ვიზიტი თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონებში

1 დეკემბერს, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ კომპანიის მენეჯმენტთან ერთად თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელების ოფისები და ქსელში შემავალი ობიექტები მოინახულა.

სსე-ის მენეჯმენტმა დაათვალიერა ნავთლუღის ქვესადგურის ტერიტორიაზე განლაგებული მაღალი ძაბვის, სარელეო დაცვის, დიაგნოსტიკის სამსახურისა და ქიმიური ლაბორატორიები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე მოინახულეს ქვესადგურები „დიდუბე 220“,„რუსთავი 220“ და „მარნეული 500“, რომლის მშენებლობა 2016 წელს განხორციელდა.

მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ რეგიონალური ქსელის თანამშრომლებს მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. სამუშაოების შესახებ წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გააკეთეს რეგიონალური ქსელების მენეჯერებმაც. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიალოგი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის.

სსე-ის ექვს რეგიონალურ ქსელში მენეჯმენტის შემაჯამებელი ვიზიტი, ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

15304300_601177540069126_5812170400441226318_o-300x20015304325_601177203402493_7551632003825371907_o-300x200

კომუნიკაცია