ახალი ამბები

2016-02-03 

ქვესადგურის „ხორგა“ მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ქვესადგურის „ხორგა“ მშენებლობის უმნიშვნელოვანესი პროექტი.

ეს იქნება მდგრადი, ტექნიკურად დახვეწილი და ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც სამომავლოდ ფოთის ინდუსტრიული ზონის ელექტროენერგიით მომარაგებას განახორციელებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ელექტროენერგიის დივერსიფიცირებაში.

პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება პოტენციურ საექსპორტო ბაზართან დაკავშირება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში.

ამ ეტაპზე, ხორგის ქვესადგურში დასასრულს უახლოვდება პირველადი მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები. თებერვლის თვეში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ექსპლოატაციის და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის ჯგუფების მიერ, დასრულდება „პალიატომი-2“-ის ხორგას ქვესადგურში შეჭრის სამუშაოები.

პარალელურ რეჟიმში განხორციელდება ელექტროგადამცემი ხაზების: „ხორგა-1,2“ და „ფოთი-1,2“ შესვლა ქვესადგურში „ხორგა“. ელექტროგადამცემ ხაზზე შეიცვლება ოპტიკის ნაწილიც. სამუშაოების დასრულება თებერვლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ქვესადგურის მშენებლობას კონტრაქტორი კომპანია “Siemens Austria” ახორციელებს.

პროექტი სრულად 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

SS Khorga Construction In Progress

კომუნიკაცია