ახალი ამბები

2015-10-15 

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ქვესადგურში ”მარნეული – 500”

გუშინ, 14 ოქტომბერს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა ქვესადგურში „მარნეული-500“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი – იეშიმ ელჰან კაიალარი და სხვა ოფიციალური პირები.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან ოთხ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტებია: ქვესადგურის „ხორგა-220“ მშენებლობა, ქვესადგურის „ქსანი-500“ სრული რეაბილიტაცია, ქვესადგურის „მარნეული-500“ მშენებლობა და ძალოვანი ტრანსფორატორის შეძენა ქვესადგურისთვის „მენჯი-220“. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში განვითარების ათწლიან გეგმაში გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებზე და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

„ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს არის გრძელვადიანი და დროში გაწერილი კრედიტი, რომელიც ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს დაგეგმილი პროექტები გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში განახორციელოს. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, მათი მხარდაჭერა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ADB Vice-President’s Visit to SS Marneuli -5001ADB Vice-President’s Visit to SS Marneuli -5002ADB Vice-President’s Visit to SS Marneuli -5003ADB Vice-President’s Visit to SS Marneuli -5004

კომუნიკაცია