2013-06-19
რუსეთის სტრატეგიული ენერგოკომპანიის ”ერთიანი ენერგეტიკული სისტემის სისტემური ოპერატორის” დელეგაციის ვიზიტი ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში
13-15 ივნისს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა რუსეთის ღია სააქციო საზოგადოება ”ერთიანი ენერგეტიკული სისტემის სისტემური ოპერატორის” (ОАО «СО ЕЭС») დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბატონები: სერგეი პავლუშკო – მმართველთა საბჭოს წევრი, რეჟიმების მართვის დირექტორი და მთავარი დისპეტჩერი, ვიაჩესლავ აფანასევი – «СО ЕЭС» -ის ფილიალის – ”სამხრეთის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს” გენერალური დირექტორის მოადგილე და სვიატოსლავ კისელევსკი – «СО ЕЭС» -ის ფილიალის – ”სამხრეთის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს”-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგოსისტემისა და რუსეთის “ერთიანი ენერგეტიკული სისტემის” პარალელურ რეჟიმში მუშაობის დეტალების განხილვა, ელექტროენერგეტიკული რეჟიმების დაგეგმარება და მართვა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა სამ შეთანხმებას:
- ”საქართველოს ენერგოსისტემისა და რუსეთის “ერთიანი ენერგეტიკული სისტემის” პარალელურ რეჟიმში მუშაობის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის ორგანიზების შესახებ”;
- „სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” ღსს ”ერთიანი ენერგეტიკული სისტემის სისტემური ოპერატორი”-ს შორის საინფორმაციო გაცვლის ორგანიზების შესახებ“;
- „სამხრეთის გაერთიანებული ენერგოსისტემების და საქართველოს ენერგოსისტემის კავშირების რეჟიმების ინსტრუქციის შესახებ“.
ხელმოწერის ცერემონია სს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კუთვნილ 500/400/220 კვ ახალციხის ქვესადგურში გაიმართა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერეს სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-მა სულხან ზუმბურიძემ და სსე-ს მმართველთა საბჭოს წევრმა, ბ-მა უჩა უჩანეიშვილმა.
გარდა ახალციხის ქვესადგურისა, სტუმრებმა ასევე მოინახულეს ქვესადგური ”გარდაბანი 500”და ცენტრალური სადისპეტჩეროს მართვის ფარი.