ახალი ამბები

2016-12-06 

სსე-ის მენეჯმენტის ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონალურ ქსელში

2 დეკემბერს,“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტმა შიდა ქართლის რეგიონალური ქსელი მოინახულა. მართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ რეგიონალური ქსელის თანამშრომლებს მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ვიზიტის ფარგლებში, მენეჯმენტმა მოინახულა ქვესადგურები „გორი – 220“ და „ქსანი-500“, რომლის სრული რეაბილიტაციის პროექტი 2016 წლის ბოლოს დასრულდა.

კომპანიის მენეჯმენტის მსგავსი შეხვედრა თანამშრომლებთან ყველა რეგიონალურ ქსელშია დაგეგმილი.

15304229_601529126700634_5654121159715747359_o-300x20015267579_601528706700676_8461282152264866780_n-300x200

კომუნიკაცია