ახალი ამბები

2013-09-11 

ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ

10 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის დარგობრივი პროფკავშირის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნა ენერგეტიკოსის დღე.  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა, ასევე დაჯილდოვდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები: საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ სიღნაღის ქვესადგურების ჯგუფის უფროსს გია ჩალაბაშვილს და ქ/ს ზუგდიდი-220-ის ოსტატს ჯამბულ თოდუას.

ენერგეტიკის სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:  ქ/ს რუსთავი – 220-ის ოსტატ-ელექტრიკოსი ნოდარ მელიქიძე, დედოფლისწყაროს ქვესადგურების ჯგუფის უფროსი დავით თითილოკაშვილი,  შიდა ქართლის რეგიონული ქსელის ეგხ საექსპლუატაციო ბრიგადის უფროსი ზურაბ ნოზაძე, ქ/ს ქუთაისი – 220 -ის მორიგე-ოპერატორს კობა ყუფარაძე.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს!

ღვაწლმოსილი-ენერგეტიკოსების-დაჯილდოება-300x200.jpgენერგეტიკოსების-დაჯილდოება-300x200.jpg

კომუნიკაცია