კლიმატი

საქართველო, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, იყენებს საკუთარი ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიის პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს. ქვეყანას სურს აქტიურად ჩაერთოს CO2-ის შემცირების გლობალურ პროცესში და შესაბამისად, გეგმავს არაერთი მცირე, საშუალო და დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას, ე.წ. ,,სუფთა“ ენერგიის წარმოების მიზნით.