ახალი ამბები

2016-12-12 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ” უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგურის “მარნეული 500″ მშენებლობა დაასრულა

პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, გაიზარდა ქვემო ქართლში განლაგებული თბოსადგურებიდან სიმძლავრის უსაფრთხოდ გამოტანის შესაძლებლობა და ენერგოსისტემის საიმედოობა, ხელი შეეწყო მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით რეგიონალურ ვაჭრობას. აღნიშნული ქვესადგური გახდება ერთ-ერთი საკვანძო ენერგოობიექტი იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განსახორციელებლად მეზობელ ქვეყნებს შორის.

„მარნეულის ქვესადგური, მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ელექტროენერგიის ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებაში. მომავალში, ამ ქვესადგურს დაუკავშირდება ახალი 500 კილოვოლტიანი სახელმწიფოთაშორისო ტრანსსასაზღვრო ხაზი, რომელიც აშენდება სომხეთის მიმართულებით“-განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ.

„მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEST/BETAS აწარმოა.

GSE has completed the construction of another 500kV substation

კომუნიკაცია