2014-10-21
სომხეთის დელეგაციის ვიზიტი ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”
16-17 ოქტომბერს სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” სტუმრობდა სომხეთის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: არეგ გალსტიანი -სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, გრაჩა ცუგუნიანი – სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, არამ ანანიანი – მაღალი ძაბვის ელექტრული ქსელის დირექტორი, მნაცაკან მნაცაკანიანი – სისტემის ოპერატორი კომპანიის გენერალური დირექტორი; აბგარ ბუდაგიანი- მარეგულირებელი კომისიის სამმართველოს უფროსი და არმენ არზუმანიან – USAID/Armenia პროექტის ხელმძღვანელი.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში არსებული მდგომარეობისა და სომხეთში ბოლო დროს განხორციელებული მარეგულირებელი და სამართლებრივი ცვლილებების განხილვა, რომელიც გავლენას ახდენს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადადინებასა და ენერგომომარაგებაზე ავარიული სიტუაციის შემთხვევაში.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანზიტისა და ბალანსირების მექანიზმები, ასევე საქართველოდან სომხეთში და სომხეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ კომერციული შეთანხმების საკითხები და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სამომავლო გეგმები. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა პროტოკოლს, სადაც აისახა შეხვედრის დროს განხილული საკითხები.